კომპანია „ჯეოსილქროუდ“-მა წარმატებით განახორციელა ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკში, ხარაგაულის ნაწილში მდებარე ვიზიტორთა ცენტრის განახლება და მოდერნიზება.
პროექტის ფარგლებში ხარაგაულის ვიზიტორთა ცენტრი მოეწყო შეთანხმებული დიზაინისა და ტექნიკური პროექტების შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებდა ავეჯის, თაროების, ბანერების, პლაკატების დაყენებას, თამაშების ინტერაქციული სივრცის, ეკო-საგანმანათლებლო და საინფორმაციო კუთხეების, შესასვლელში შუშის იატაკის, შუშის ინოვაციური ჭერის მოწყობას, ელექტრო მოწყობილობების შეძენას და მონტაჟს, ბანერებისა და პლაკატების ბეჭდვას და ტექნიკურ პროექტში მოცემულ სხვა ელემენტებს.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პროექტის განხორციელებისას გამოყენებულ იქნა მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა და გარემოსთან მეგობრული მასალები.
აღნიშნული პროექტი განხორციელდა დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF) მჭიდრო თანამშრომლობით.