ჟორესის ქუჩის N1 ავტობაზა

კომპანია „ჯეოსილქროუდმა“ წარმატებით მოამზადა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შ.პ.ს. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ N1 ავტობაზის ელექტროენერგიით მომარაგების, საწვავგასამართი სადგურებისა და სამრეცხაოს მოსაწყობად.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, შ.პ.ს. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ ახალი, სხვადასხვა გაბარიტის მქონე ავტობუსები შეიძინა და განათავსა N1 ავტობაზაში, რომელიც ემსახურება დაახლოებით 300 ავტობუსს. იგი უზრუნველყოფს მუნიციპალური ავტობუსების ტექნიკურ მომსახურებას, მათი საწვავით გამართვას და გასუფთავებას.

პროექტის ფარგლებში დაპროექტდა ავტობაზის სტაბილური ელექტრო მომარაგებისთვის საჭირო ახალი სატრანსფორმატორო ქვესადგური, ავტობუსების დიზელის საწვავით გამართვისთვის ახალი ავტოგასამართი კომპლექსი, „სასერვერო“ ოთახი და მასთან დაკავშირებული კომპიუტერული ქსელი, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა ავტობაზის მთელ ტერიტორიაზე, ახალი სამრეცხაო, თანამედროვე სარეცხი დანადგარებით, ავტობუსების სადგომები შესაბამისი წყალარიდებისა და დრენაჟის სისტემით.

თანამედროვე სტანდარტებზე დაყრდნობით, სპეციალისტებმა შეისწავლეს ავტობუსების სარემონტო ზონისა და ავტობაზის ადმინისტრაციული შენობის ტექნიკური მდგომარეობა და დაადგინდა რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის საჭიროება.