მუხიანის საცხოვრებელი სახლი

კომპანია „ჯეოსილქროუდმა“ წარმატებით დააპროექტა მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა მუხიანში, რომლის პირველ სართულზე მოწყობილია ერთოთახიანი ბინა, მეორე და მესამე სართულებზე კი დუპლექსის ტიპის საცხოვრებელი ფართი. შენობის წინა ნაწილში ამოყვანილია კოშკი, რომელიც ნაგებობის ექსპოზიციას ასრულებს. სახლის დიზაინი ისტორიულ (ძველ, ქართულ) სტილშია გადაწყვეტილი, ორნამენტული ხის აივნებითა და გალერიით.

საპროექტო ტერიტორიას აღმოსავლეთითა და დასავლეთით ესაზღვრება საცხოვრებელი შენობები, სამხრეთით – სამანქანო გზა და ეკლესია, ხოლო ჩრდილოეთით – ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები. აღნიშნული ადგილი გამოირჩეოდა განთავსების ობიექტების სიმცირით, მოხსენებულმა საპროექტო შენობამ კი ხელმისაწვდომი გახადა აპარტამენტები როგორც მოკლევადიანი, ასევე, გრძელვადიანი ვიზიტისთვის.