ინოვაციური პროექტი – ხარაგაულის ვიზიტორთა ცენტრი

Date

ტურიზმი მთელი რიგი ქვეყნებისთვის ეკონომიკური მდგრადობის განმაპირობებელ სექტორად იქცა. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს მასშტაბით, ტურიზმის განვითარებასა და ტურისტების მოზიდვაზე კოლოსალური თანხები და რესურსები იხარჯება. ქვეყნის პოპულარიზაციასა და ტურისტულ ბაზარზე მოთხოვნას, რა თქმა უნდა, ქვეყანაში არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურა, მომსახურების სტანდარტები და სანახაობრივი ადგილების მრავალფეროვნება განსაზღვრავს.

     საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმის ინდუსტრიას მნიშვნელოვანი წილი უჭირავს. შემოსული უცხოელი ვიზიტორების მაჩვენებელს პირდაპირი გავლენა აქვს ეკონომიკაზე. აქედან გამომდინარე, საქართველოსთვის სტრატეგიულად აუცილებელია ტურიზმის გაზრდასა და განვითარებაზე მუშაობა.

       საქართველო, როგორც ტურისტული ქვეყანა, დღითიდღე, უფრო და უფრო, მომხიბვლელი და საინტერესო ხდება საერთაშორისო ასპარეზზე. ეკოტურიზმი, კულტურული ძეგლები, მთისა და ზღვის კურორტები, დაცული ტერიტორიები, ნაციონალური სამზარეულო- ეს არასრული ჩამონათვალია იმ კომპონენტებისა, რაც საქართველოს წარადგენს საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.

         იმისთვის, რომ შემოსულ ვიზიტორთა რიცხვი გაიზარდოს, საჭიროა ტურისტული პროდუქტის საერთაშორისო სტანდარტებით შეფუთვა და სწორი პრეზენტაცია. ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული ადგილია, თავისი ბიომრავალფეროვნებისა და მოწყვლადი სახეობების გამო. ფლორა, ფაუნა და ხელშეუხებელი, ველური ბუნება აღნიშნულ ტყე-პარკს ფასდაუდებელს ხდის და ძალიან დიდ პოტენციალს სძენს, ტურისტული თვალსაზრისით. ამასთან, იგი ერთ-ერთი უდიდესი პარკია ევროპის მასშტაბით და 2007 წლიდან ევროპის დაცული ტერიტორიების PAN parks- ის წევრია.

         ყველა ზემოხსენებული გარემოებიდან გამომდინარე, შემუშავდა ტურიზმის სტრატეგიული განვითარების გეგმა. ეკოტურიზმის განვითარებისთვის არსებობს სახელმძღვანელო დოკუმენტი (ETDS), რომელიც ეყრდნობა ევროპის ქარტიის მოთხოვნებს და EUROPARC ფედერაციის შემუშავებულ პრინციპებს. ამ სტანდარტების მიხედვით, ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრის რეკონსტრუქცია/მოწყობა დაიგეგმა. WWF Caucasus Programme Office-ის ორგანიზებითა და CNF-ის (კავკასიის ბუნების ფონდი) ფინანსური მხარდაჭერით ვიზიტორთა ცენტრის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და კეთილმოწყობის პროექტი შემუშავდა, რომელიც კომპანია „Geosilkroad“-მა შეასრულა და გაახორციელა. შედეგად, ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრი საერთაშორისო სტანდარტებს მოერგო, სივრცე სრულიად ახალი და ინოვაციური დიზაინით განახლდა, რაც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ვიზიტორთა ცენტრი რეკონსტრუქციის შედეგად ადაპტირდა.

         ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში გამოყენებულია მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა მასალები და დაცულია გარემოს უვნებლობისთვის საჭირო ყველა მოთხოვნა.

        ასეთი ტიპის ვიზიტორთა ცენტრის არსებობა, ცხადია, ქვეყნისთვის წარმატების საწინდარია. ის გაზრდის ინტერესს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურიზმის დონეზე.

       ხარაგაულის ვიზიტორთა ცენტრი წარმატებული მაგალითია ეკოტურიზმის განვითარებისთვის საჭირო სწორი ხედვის. ის შესატყვისი და თანმიმდევრულია, როგორც საერთაშორისო სტანდარტების, ასევე, ტურისტული მოთხოვნების.