საქართველოს საჰაერო მიმოსვლა 3%-ით გაიზარდა

Date

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, EUROCONTROL-ის წევრ სახელმწიფოებს შორის, საქართველოს საჰაერო მიმოსვლის აღდგენის ტემპის დინამიკით მოწინავე ადგილი უკავია. საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპულმა ორგანიზაციამ ევროპის საჰაერო სივრცეში განხორციელებული ფრენების ახალი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის (2021)  4 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საჰაერო მიმოსვლის რაოდენობა, 2019 წლის შესბამის პერიოდთან შედარებით, 3%-ით არის გაზრდილი. აფრენა-დაფრენების მაჩვენებლის ზრდა, 20219 წელთან შედარებით, 4 ქვეყანაში დაფიქსირდა, აღნიშნულ ჩამონათვალში  მოხვდა შემდეგი სახელმწიფოები: ბოსნია და ჰერცეგოვინა, ალბანეთი, სომხეთი და საქართველო.

თავისთავად ცხადია, რომ აღნიშნული მონაცემები დადებით გავლენას მოახდენს ტურიზმის სექტორზე, რაც განუხრელად ნიშნავს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს.

მგზავრთანაკადის ზრდა უდრის ბევრ შემოსულ ტურისტს და მაშასადამე, ეკონომიკური თვალსაზრისით- შემოტანილ კაპიტალსაც. ამიტომ აფრენა-დაფრენების ზრდა დადებითი მოლოდინების მატარებელია.

გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი- „ეს არის შედეგი იმ გაწეული შრომისა, რომელსაც ჩვენი გუნდი, კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით, ვახორციელებთ, რათა გაზრდილიყო ფრენების სიხშირეები და საქართველოს ავიაბაზარზე დაბრუნებილიყვნენ ის ავიაკომპანიები, რომლებიც პანდემიამდე ოპერირებდნენ და ასევე შემოგვეყვანა ახლებიც. ყოველივე ამან მოგვცა ის შედეგი, რომლითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ და ამასვე აღნიშნავენ საერთაშორისო ორგანიზაციები, როდესაც ყურადღებას საქართველოს წარმატებულ მაგალითზე ამახვილებენ“.

EUROCONTROL-ის ანგარიშის მიხედვით, ფრენების აღდგენის აღნიშნული დინამიკით, საქართველო უსწრებს 37 წევრ სახელმწიფოს, მათ შორის ესპანეთს, საფრანგეთს, იტალიას, გერმანიას, საბერძნეთს, თურქეთს და ა.შ

რედაქტორის ბლოგი

წყარო:https://bm.ge/k, https://commersant.ge/