უცხოური ინვესტიციების როლი ეკონომიკაში

Date

გლობალიზაციის პირობებში, ეკონომიკის განვითარებისთვის უცხოური ინვესტიციების ღირებულება  ყველა დონეზე და ყველამ აღიარა, ეს იქნება სამთავრობო უწყებები, არასამთავორბო თუ კერძო სექტორი. მათი არსებითი მნიშვნელობა ბოლომდე  გაიზიარეს განვითარებულმა თუ განვითარეაბადმა ქვეყმნებმა. უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის ზრდის ძირითადი ფუნდამენტია- ამ დებულებაზე თანხმდება ყველა.

უცხოური კაპიტალის შემოდინება მიმღებ ქვეყანაში იმ ფინანსურ დეფიციტს ავსებს, რაც საჭიროა ეკონომიკის განვითარებისთვისა და  სტიმულირებისთვის. უცხოური ინვესტიციები საგრძნობ ზეგავლენას ახდენს არაერთ მიმართულებაზე, ეს იქნება  დასაქმების ზრდა, მოსახლეობაში შემოსავლების მატება, ინფრასტრუქტურის შექმნა/განახლება, ფულის დინამიკური მიმოქცევა, რაც ეროვნული ვალუტის კურსისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. მოკლედ რომ ვთქვათ, უცხოურ ინვესტიციებს არაერთი სოციალური თუ ეკონომიკური სარგებელი ახლავს თან. სწორედ ამიტომ,  სახელმწიფო ინტერსია   ისეთი პოლიტიკურ-ეკონომიკური და საინვესტიციო გარემო შექმნას, რომელიც ინვესტორებისთვის საინტერესო და მიმზიდველი იქნება.  მთელი რიგი ქვეყნები ეკონომიკის გრძელვადიან განვითარებას სწორედ ინვესტიციების გაზრდას უკავშირებენ. იმის მიუხედავად, რომ ინვესტირების ადგილობრივი (სამამულო) ტიპიც არსებობს, მთვარობები მეტ ყურადღებას ყოველთვის უცხოური ინვესტიციების მიმართ იჩენენ, ვინიდან უცხოურ კაპიტალს დიდწილად შეუძლია ეკონომიკაზე დადებითი, რეალური ეფექტის მოხდენა.

უცხოურ ინვესტიციებს ორი განშტოება აქვს:

1. პორტფელური ინვესტიციები- დაბანდება ფასიანი ქაღალდების შესაძენად. მსგავსი ტიპის ინვესტიციებს დაინტერესებული პირები შუამავალი, საფინანსო  ორგანიზაციების დახმარებით ახორციელებენ. ეს ორგანიზაცია შეიძლება იყოს  კომერციული, კერძო ან სახელმწიფო საინვესტიციო ბანკი, ფონდი და ა.შ.

2. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომლებსაც ხშირად „რეალურ ინვესტიციებსაც“ უწოდებენ. მათ მიერ მოტანილი სიკეთის ოდენობა ძალიან დიდია. ვინაიდან სწორედ აღნიშნული აქტივები წარმოადგენს ძირითადი კაპიტალის შემქმნელ დაბანდებას. ამ ტიპის ინვესტირება ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების მყარი გარანტია.

საინვესტიციო ინსტრუმენტების მიხედვით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების

შემადგენლობაში შედის:

1.კომპანიების მიერ სხვა ქვეყანაში საკუთარი კაპიტალის დაბანდება: ფილიალების კაპიტალი და ასევე შვილობილი ან ასოცირებული კომპანიების აქციებში არსებული წილი;

2. მოგების რეინვესტირება: პირდაპირი ინვესტორის წილი საწარმოს მოგებაში, რომელიც არ ნაწილდება დივიდენდების სახით და არ გადაირიცხება პირდაპირი ინვესტორის ანგარიშზე;

3. კაპიტალის შიდაკორპორაციული გადარიცხვები: ის როგორც წესი, ხორციელდება, ერთი მხრივ, პირდაპირ ინვესტორსა და მეორე მხრივ, შვილობილ ან ასოცირებულ კომპანიებს შორის, ასევე ფილიალებს შორის

საქართველოს თუ ზემოგანხილული თემის ჭრილში განვიხილავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად საქართველო მიმზიდველ ქვეყანათს რიგს მიეკუთვნება. ხოლო სექტორები, რომლებითაც ინვესტორები ინტერესდებიან  არის: ენერგეტიკა; ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა; უძრავი ქონება და სამშენებლო ბაზრები, აგრეთვე დამამუშავებელი მრეწველობა.

 წყარო:https://www.investopedia.com/, https://openscience.ge/