MICE ტურიზმი, სტუდენტური გაცვლითი პროგრამები

ჩვენი მომსახურება დაგეხმარებათ გრძელვადიან პერსპექტივაში გაზარდოთ გაყიდვები, გაამყაროთ ურთიერთობა როგორც ბიზნეს პარტნიორებსა და მომხმარებლებთან, ასევე თანამშრომლებთან. ჩვენ ვქმნით თქვენზე მორგებულ მომსახურებას, ინდივიდუალური მოთხოვნებიდან გამომდინარე.
MICE ტურიზმი მოიცავს:

  • შეხვედრები;
  • ექსკურსიები და ტურ პაკეტები;
  • თქვენი კომპანიის თანამშრომლებისთვის ინდივიდუალური და ჯგუფური შეთავაზებები;
  • ავია ბილეთები;
  • თარჯიმნები;
  • თარჯიმან-გიდები;
  • ტრანსფერები;
  • კონფერენციები და გამოფენები;
  • Team-building და ქვესტი;
საქართველო განათლების მისაღებად თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და მოთხოვნადი ქვეყანაა. განათლების სისტემა სრულიად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.

უძველესი, საუკუნოვანი უნივერსიტეტები, კვალიფიციური, პროფესიონალი ლექტორები და ტრენერები, სწავლის მოქნილი სისტემა, ხელმისაწვდომი ფასები როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯების გათვალისწინებით, უსაფრთხოება – არის ის პრიორიტეტები, რომლებიც საქართველოს გამოარჩევს სხვა ქვეყნებისგან.

„ჯეოვიზიტის“ პროფესიონალთა გუნდი გაგიწევთ კონსულტაციას განათლების სისტემასთან დაკავშირებით, ასევე გთავაზობთ გაცნობითი ხასიათის ტურებს ქართულ უნივერსიტეტებში. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გაეცნოთ და მიიღოთ მონაწილეობა საზაფხულო სკოლებსა და სემინარებში, რაც ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯია კარიერული განვითარების გზაზე. საგანმანათლებლო სისტემასთან მუდმივი და მჭიდრო კავშირის გათვალისწინებით, ჩვენ დაგეხმარებით შეარჩიოთ ზუსტად თქვენზე მორგებული სასწავლო პროგრამა. ამასთან, ორგანიზებას გავუწევთ მგზავრობის, ცხოვრების და სხვა დეტალებთან დაკავშირებულ საკითხებს.

ჩვენ ვთანამშრომლობთ დასაქმების ფორუმებთან და სტუდენტურ ცენტრებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ბიზნეს სექტორთან, რაც არამარტო ხარისხიანი განათლების მიღებაში, არამედ მის გამოყენებასა და დასაქმებაში დაგეხმარებათ.

„ჯეოვიზიტთან“ ერთად თქვენ შეძლებთ მიიღოთ ფართო პროფილის განათლება და ამერიკული (სან დიეგოს უნივერსიტეტი) და ევროპული დიპლომი. ჩვენ ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტებთან, რომლებიც ახორციელებენ გაცვლით პროგრამებს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. ამასთან, ხარისხი საქართველოს პრიორიტეტია. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განათლების ხარისხის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრია. ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) პრეზიდიუმმა, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წევრობის შესახებ გადაწყვეტილება, ტალინში გამართულ რიგით მე-9 ყოველწლიურ ფორუმზე მიიღო.

ყოველწლიურად საქართველოში ათასობით უცხოელი სტუდენტი ჩამოდის, წარმატებით იღებს დიპლომს და აგრძელებს კარიერას როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში, რაც ქართული განათლების სისტემის მდგრადობაზე მეტყველებს.

სამედიცინო ტურიზმი საქართველოში მკვეთრად ვითარდება, რასაც განაპირობებს  სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ხელმისაწვდომობა და ფასი.

უნიკალური კლიმატი, ბუნებრივი პირობები, ზღვა, მინერალური და თერმული წყლები, მღვიმეები, მსოფლიოში აღიარებული კურორტები, ბალნეოლოგიური და გამაჯანსაღებელი ადგილები-არის ის, რაც საქართველოში დაგხვდებათ. მაღალკვალიფიციური სპეციალისტები კი იზრუნებენ თქვენს ჯანმრთელობასა და სიმშვიდეზე.

მინერალური წყლები ბალნეოლოგიურში მდიდარია მინერალებით, როგორიცაა სილიკა, გოგირდის, სელენი და რადიუმი. სამკურნალო თიხები ფართოდ გამოიყენება, რომელთა პრაქტიკა ცნობილია, როგორც “ფენათერაპია”.

„ჯეოსილქროუდ“-ის ჰოლდინგი გთავაზობთ სერტიფიცირებული, მაღალკვალიფიციური, მრავალენოვანი გიდების მომსახურებას.

გახადეთ თქვენი ტური სრულყოფილი „ჯეოსილქროუდ“-ის შვილობილი კომპანია „ჯეოვიზიტის“ სერტიფიცირებული გიდების დახმარებით და გაეცანით საქართველოს ისტორიას მსოფლიოს სხვადასხვა ენებზე.