საკრედიტო რეიტინგი, საგარეო ვალი და დეფოლტი

Date

საკრედიტო რეიტინგი, საგარეო ვალი და დეფოლტი

სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ქვეყნის ან სუვერენული სუბიექტის კრედიტუნარიანობის დამოუკიდებელი შეფასებაა, რომელიც აჩვენებს კონკრეტული ქვეყნისთვის  სესხის გაცემასთან დაკავშირებული რისკის დონეს. აღნიშნული რეიტინგის განსაზღვრას კი სხვადსახვა ორგანიზაციები აკეთებენ, მათ შორის ყველაზე  ავტორიტეტული სამი ორგანიზაცის, Fitch, S&P და Moody’s  მიერ წარმოებული რეიტინგებია.

ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის ისტორია სახელმძღვანელოა ინვესტორისთვის, რომელიც ნაკლებად იცნობს ამა თუ იმ ქვეყნის ადგილობრივ მაკროეკონომიკურ მდგომარეობას, რის გამოც საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებისას,  დიდი ალბათობით, სწორედ მსგავს რეიტინგს ითვალისწინებს.

ამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის საკრედიტო რეიტინგის პოზიცია, რომელიც არაერთი კრიტერიუმით დგინდება. შეფასებისას მნიშვნელოვანია ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური მოცემულობა, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი, არსებული საგარეო ვალი, კორუფციის დონე, დეფოლტის ისტორია და ა.შ.

ზემოხსენებული კრიტერიუმებიდაან ერთ-ერთი მთავარი, რომელსაც საკრედიტო რეიტინგის განსაზღვრაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს არის- დეფოლტის ისტორია.

როდის დგება სახელმწიფო დეფოლტის წინაშე და რა შედგები შეიძლება მოჰყვეს მის გამოცხადებას?

ბევრი ქვეყანა სარგებლობს საგარეო ვალით, რაც არის ამა თუ იმ მთავრობის მიერ აღებული ვალი სხვა სახელმწიფოებისგან, უცხოური ბანკებისგან ან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან, რომელიც  დაბალი პროცენტით და ხანგრძლივი ვადით ხასიათდება.

 საგარეო ვალი მთავრობას/სახელმწიფოს გარკვეული დადგენილი წესებისა და ვადების წინაშე აყენებს. როდესაც ვალის მომსახურების ვალდებულების შესრულება ქვეყანას არ შეუძლია და ის თავს ვერ ართმევს დადგენილ დროში დაფაროს ვალის პროცენტი ან ძირი , ასეთ დროს ქვეყანა დგება დეფოლტის წინაშე.

დეფოლტის გამოცხადება ქვეყნისთვის უკიდურესად საზიანოა რაც არაერთ მიმართულებაზე უარყოფითად აისახება. სწორედ ამდროს სახელმწიფოს საკრედო რეიტინგი მინიმუმამდე ეცემა. რაც თავისთავად იწვევს  საინვესტიციო კლიმატის გაუარესებას, აქტივების საგრძნობლად გაუფასურებას და ზოგადი შეფასებით, ეკონომიკურ კრიზისს.

მაშასადამე, საკრედიტო რეიტინგს, საგარეო ვალსა და დეფოლტს ერთმანეთთან მიზეზშედეგობრივი კავშირები აქვს. ერთი განაპირობებს მეორეს, მეორე-მესამეს და ამდაგვარად.  შესაძლებელია ასეთი ფორმულირებაც დასკვნისთვის: საკრედიტო რეიტინგი ყველა ქვეყნისთვის საყურადღებოა, საგარეო ვალი- დიდი პასუხისმგებლობა, ხოლო დეფოლტი- ყველასთვის არასასურველი მოცემულობა.

შეინიშვნა: ბოლო 7 წელიწადში დეფოლტი შემდეგმა ქვეყნებმა განიცადეს: ლიბანი და არგენტინა (2020 წელი), ბარბადოსი (2018), ვენესუელა (2017) და საბერძნეთი (2015).

გამოყენებული ლიტერატურა:, https://forbes.ge/ra-aris-depholti/. https://www.investopedia.com/terms/d/default2.asp, https://forbes.ge/