საგარეო სავაჭრო ბრუნვა 23 %-ით გაიზარდა

Date

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 352.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.0 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 392.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (24.9 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 7 959.9 მლნ. აშშ დოლარს (22.3 პროცენტით მეტია).

სტატისტიკის თანახმად ირკვევა, 2021 წლის იანვარი-ოქტომბრის, საგარეო სავაჭრო ბრუნვაში უმსხვილესი საექსპორტო და საიმპორტო ქვეყნების ჩამონათვალი.

უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების წილი მთლიან ექსპორტში 2021* წლის იანვარ-ოქტომბერში:

ჩინეთი 15.3 %

რუსეთი 14.2%

აზერბაიჯანი 13.1%

თურქეთი 7.7 %

უკრაინა 7.2 %

დანარჩენი ქვეყნები 42.5 %

წყარო:საქსტატი

 უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების წილი მთლიან იმპორტში 2021* წლის იანვარ-ოქტომბერში კი ასე გამოიყურება

თურქეთი 17.8 %

რუსეთი 10.2 %

ჩინეთი 8.9%

აშშ 6.2 %

აზერბაიჯანი 5.6 %

წყარო:საქსტატი

დოკუმენტში  ასევე წარმოდგენილია უმხსვილესი საექსპორტო და საიმპორტო საქონელი 2021* წლის იანვარ-ოქტომბერში.

 ექსპორტის შემთხვევაში სასაქონლო პოზიციები შემდეგნაირად გადანაწილდა:

სპილენძის მადნები და კონცენტრატები 19.3 %

ფეროშენადნობები 11.1 %

მსუბუქი ავტომობილები 11.0 %

ყურძნის ნატურალური ღვინოები 5.6 %

სპირტიანი სასმელები 3.6 %

სხვა დანარჩენი საქონელი 49.4 %

  საიმპორტო სასაქონლო ბრუნვის სტატისტიკა  კი ასე გამოიყურება:

მსუბუქი ავტომობილები 8.9 %

ნავთობი და ნავთობპროდუქტები 8.2 %

სპილენძის მადნები და კონცენტრატები 7.1 %

სამკურნალო საშულაებები დაფასოებული 3. 8%

ნავთობის აირები 3.0%

დანარჩენი საქონელი 69.1 %

საგარეო ვაჭრობის აღნიშნულ დინამიკას დადებითად აფასებს საქართველოს ეკონომიკსა და მდგრადი განვითარების მინისტრი. „ექსპორტის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდა იმპორტის ჩანაცვლებასა და ექსპორტის წახალისებაზე ორიენტირებული სახელმწიფო პროგრამების შედეგია“- განაცხადა ნათია თურნავამ.

წყარო: https://www.geostat.ge/, https://www.geostat.ge/ka/, https://commersant.ge/