Catapult Georgia ქართულ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სტარტაპებში 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას განახორციელებს

Date

ნათია თურნავა - საქართველოში 50 მილიონი დოლარის საინვესტიციო ფონდი შეიქმნება, რომელიც ქართულ სტარტაპებში ჩადებს ინვესტიციებს

საქართველოში 50 მილიონი დოლარის საინვესტიციო ფონდი შეიქმნება, რომელიც ქართულ სტარტაპებში ჩადებს ინვესტიციებს- აღნიშნული ინფორმაციის  შესახებ  დღეს (11/17/2021) გახდა ცნობილი. სიახლის შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „კატაპულტ ჯორჯიას“ შორის პარტნიორობის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მინისტრის განცხადებით, საფულისხმოა ის ფაქტი, რომ ფონდი შეიქმნა ცნობილი ამერიკული ვენჩურული კაპიტალის მონაწილეობით, ფონდის მმართველი პარტნიორი ჯონათან თაუერი კი 20 წლის განმავლობაში სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს სილიკონ ველიზე და მისი მხარდაჭერით არაერთი სტარტაპი გარდაიქმნა წარმატებულ კომპანიად.

  ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „კატაპულტ ჯორჯიას შორის გაფორმებული მნიშვნელოვანი ხელშეკრულების თანახმად Catapult Georgia ქართულ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სტარტაპებში 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას განახორციელებს, ამასთან ერთად, აღნიშნულ მასშტაბურ პროექტში 5 მილიონიანი თანამონაწილეობით ჩართული  იქნება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, რათა ხელი შეეწყოს ქართული სტარტაპების სწრაფ წინსვლას გლობალურ ბაზრებზე.

„ამ სამი წლის განმავლობაში ამერიკელი ექსპერტები და ინვესტორები დარწმუნდნენ, რომ მართლაც ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, რომ საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემა შექმნილიყო და ჩვენი სტარტაპები გახდნენ გლობალურად კონკურენტუნარიანები. ასე რომ, ჩვენ მოვედით დღევანდელ ლოგიკურ შედეგამდე – იქმნება 50 მილიონიანი საინვესტიციო ფონდი, რომელშიც სახელმწიფოც მიიღებს მონაწილეობას. კერძოდ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო წარმოდგენილი იქნება, როგორც მინორიტარი პარტნიორი. ეს არ არის დაკავშირებული დიდ ინვესტიციასთნ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება ამ ახალ ინიციატივაში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ხელშეკრულებისა და ფონდის შექმნის მნიშვნელობაზე საუბრისას მინისტრმა განმარტა, რომ ეკონომიკის გრძელპერსპექტივიანი და მდგრადი განვითარების მისაღწევად საჭიროა ახალი ტექნოლოგიების განვითარება, ცოდნაზე და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკა.  მისივე თქმით, სწორედ ეს მიმართულებები იქნება ეკონომიკის მთავარი ლოკომოტივი უახლოეს წლებში.

 გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე,  ქართველი და უცხოელი ინვესტორები, ბიზნეს ასოციაციებისა და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin