მარნეულის ქვა

პროექტის პროფილი:

ვინაიდან აღმოსავლეთ საქართველო მდიდარია ბუნებრივი ქვებით – უზარმაზარი კირქვებით, გრანიტითა და მარმარილოთი – ქვის გადამამუშავებელი ინდუსტრია უაღრესად პერსპექტიული ინვესტიციაა.

პროექტი მოიცავს კაპიტალის ჩაბანდებას ქარხანაში, აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთ სტრატეგიულ ადგილას (მარნეულის რაიონის ცენტრში ან თბილისის გარეუბნებში). ორივე მათგანს შეუძლია წარმოქმნას განზომილებიანი ქვის პროდუქტები რომლებიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და, ამავე დროს, ისარგებლოს სამრეწველო კონცენტრაციით მარნეულში/დედაქალაქში, თავისი ბურღვის სამშენებლო ინდუსტრიით.

ინვესტორის ბიზნეს გეგმიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა მზადაა უზრუნველყოს ინდუსტრიულ მხარეში მიწის ნაკვეთი ელექტროენერგიით, წყლით და ა.შ. იმ რესურსების ხელმისაწვდომობისთვის, რომლებიც მოიცავს ინვესტიციებს და ინფრასტრუქტურას. აღმოსავლეთ საქართველოს ქვის დამუშავების პროექტის სავარაუდო ინვესტიციაა 2-3 მილიონი აშშ დოლარი (ადგილმდებარეობიდან გამომდინარე), 5 წლიანი IRR – 30%.

ფონი:

ზომიერი ქვის ინდუსტრიის გლობალური ბაზარი (2013): – 54 მილიარდი აშშ დოლარი

წლიური ზრდის ტემპი: 7.5%

საქართველოს უპირატესობები:

საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატი მომგებიანია, რასაც ადასტურებს:

  • გადასახადებისგან თავისუფალი ექსპორტი ევროკავშირში, აშშ.-ში, დსთ.-ში და სხვა რეგიონებში (ჯამური მოსახლეობა – 2 მილიარდი);
  • არსებული ინფრასტრუქტურა და კომუნიკაცია;
  • იაფი რესურსები, როგორიცაა ელექტროენერგია, მუშახელი და წყალი;
  • ხელსაყრელი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა: ადვილად ხელმისაწვდომი ევროპული და აზიის ბაზრები (შავი ზღვის პორტებით – ფოთსა და ბათუმში);
  • ბუნებრივი, დეკორატიული და სამშენებლო ქვების ფართო სპექტრი (231 რეგისტრირებული საბადო, ჯამში 1.5 B მ 3);
  • მაღალი ხარისხის ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლები, ფართო ასორტიმენტი, ტექსტურა და ბუნებრივი დიზაინები.

განზომილებიანი ქვის იმპორტი (2014): 16 მილიონი აშშ დოლარი;

წლიური ზრდის ტემპი: 37%

პროექტის აღწერა:

კომპანიის ადგილმდებარეობა: მარნეული, ქვემო ქართლი;

წარმოების შეყვანა: როგორც იმპორტირებული, ასევე, ადგილობრივი ქართული ბუნებრივი ქვის ბლოკებიდან (გრანიტი, მარმარილო, დიაბაზი, ბაზალტი და ა.შ.);

საბოლოო პროდუქტი: სტანდარტული ტროტუარის ფილები და სხვა შეკვეთები;

სამიზნე ბაზარი: ადგილობრივი ბაზარი და ექსპორტი ევროკავშირში, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, რუსეთში და ა.შ;

წლიური მოცულობა: 50, 000 მ 2;

დეტალურ ბიზნეს გეგმასა და ნებისმიერ, სხვა ინფორმაციას მიიღებთ მოთხოვნისთანავე. მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე – GIDG@economy.ge ან იხილეთ საკონტაქტო ინფორმაცია.

ფინანსური მაჩვენებლები:

მთლიანი ინვესტიცია: 2 მილიონი აშშ დოლარი;

III წლის შემოსავალი: 1.9 მილიონი აშშ დოლარი;

III წლის EBITDA: $ 1.4 მილიონი

5 წელი IRR: 30%

სამთავრობო რესურსები:

საქართველოს მთავრობა გთავაზობთ შემდეგ ფინანსურ სტიმულს:

  • მიწის ნომინალური ფასი;
  • სესხის/იჯარის აღება „აწარმოე საქართველოში ინიციატივით” (www.qartuli.ge);
  • საპარტნიორო ფონდის საშუალებით კაპიტალის თანადაფინანსება (www.fund.ge);
  • ტექნიკური დახმარება საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის მეშვეობით;

აღმოსავლეთ საქართველოს ქვების გადამამუშავებელი ქარხანა გარდაქმნის მთელ რეგიონს და განავითარებს ინდუსტრიას საქართველოში. ამ გრძელვადიან პროექტს აქვს პოტენციალი, გადაამუშაოს თითქმის შეუზღუდავი სახეობის მრავალფეროვანი ქვები; იგი ჩამოაყალიბებს ღირებულების ჯაჭვს კარიერიდან ბლოკებამდე და საბოლოო პროდუქტებამდე.