კერამიკული ფილების წარმოება

პროექტის პროფილი:

აღნიშნული შესაძლებლობა – განხორციელდეს მომგებიანი ინვესტიცია – გულისხმობს თეთრი და წითელი კერამიკული ფილების დამამზადებელი ქარხნის აშენებას; ინვესტორის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ფაიფურის ფილების წარმოებაც.

მოცემული პროექტი ეფუძნება საქართველოს უხვ ნედლეულს, რომელიც კერამიკული ფილების წარმოების საშუალებას იძლევა. ფილები განკუთვნილი იქნება როგორც ექსპორტისთვის, ასევე, საქართველოსთვის, სადაც კერამიკის სწრაფად მზარდი ბაზარია: ამ ეტაპზე ფიქსირდება 11%-იანი დაწინაურება, რაც კერამიკული ფილების ქარხანას  მყისიერ ბაზარს და საშინაო მოგების პოტენციალს აძლევს.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად საქართველოს ყველა კერამიკული პროდუქტი იკავებს ადგილს საერთაშორისო კომერციულ ასპარეზზე. ექსპორტირებული კერამიკის მიმართ დიდია მოთხოვნა მთელ რეგიონში.

პროექტის განსახორციელებლად საჭირო ინვესტიციაა 13-24 მილიონი აშშ დოლარი, რაც დამოკიდებულია ტექნიკის მიმწოდებლზე, ხოლო 10-წლიანი IRR – 28% – 33%.

კერამიკული ფილების გლობალური ბაზარი:

ბაზრის ზომა (2014): 65 მილიარდი აშშ დოლარი

წლიური ზრდის ტემპი: 6%

ადგილობრივი ბაზარი:

ბაზრის ზომა (2014): 55 მილიონი აშშ დოლარი

წლიური ზრდის ტემპი: 11%

იმპორტის წილი: 100%

იმპორტის წარმოშობა: ირანი – 32%, თურქეთი – 26%, ჩინეთი – 16%.

საქართველოს უპირატესობანი:

საქართველოში ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოა, რასაც მოწმობს:

  • გადასახადებისგან თავისუფალი ექსპორტი ევროკავშირში, აშშ-ში, დსთ-ში და სხვა რეგიონებში, რომელთა მოსახლეობაც ჯამში 2 მილიარდია;
  • შესაფერისი ნედლეულის საბადოების ხელმისაწვდომობა;
  • მთავრობის პრიორიტეტული პროექტი;
  • იაფი რესურსი – მაგალითად, ელექტროენერგია, მუშახელი და წყალი;
  • ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა – ადვილად ხელმისაწვდომი ევროპული და აზიის ბაზრები, ფოთისა და ბათუმის შავი ზღვის პორტების მეშვეობით.

პროექტის აღწერა:

ბიზნეს გეგმის 3 ვერსია (სხვადასხვა ტექნიკის მიმწოდებლის მიხედვით)

ქარხნის ადგილმდებარეობა: დასავლეთ საქართველო

ადგილობრივი წარმოება: 85%

იმპორტირებული ნედლეული: 15%

ბიზნეს საქმიანობა: კედლის ფილები, იატაკის ფილები, ფაიფურის ფილები

წლიური მოცულობა ბიზნეს გეგმის ვერსიების მიხედვით: 2, 3, 3 მილიონი მ2

დეტალურ ბიზნეს გეგმასა და ნებისმიერ, სხვა ინფორმაციას მიიღებთ მოთხოვნისთანავე. მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე – GIDG@economy.ge ან იხილეთ საკონტაქტო ინფორმაცია.

ფინანსური მაჩვენებლები:

ჯამური ინვესტიცია: 13-24 მილიონი აშშ დოლარი (დამოკიდებულია სხვადასხვა დანადგარების მომწოდებლებზე);

მოსალოდნელი შემოსავალი წელიწადში: 11-17 მილიონი აშშ დოლარი;

EBITDA: 6-11 მილიონი აშშ დოლარი;

10 წელი IRR: 28% -33%

სამთავრობო რესურსები

საქართველოს მთავრობა გთავაზობთ შემდეგ ფინანსურ სტიმულს:

  • მიწის ნომინალური ფასი;
  • სესხის/იჯარის აღება „აწარმოე საქართველოში ინიციატივით” (www.qartuli.ge);
  • საპარტნიორო ფონდის საშუალებით კაპიტალის თანადაფინანსება (www.fund.ge);
  • ტექნიკური დახმარება საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის მეშვეობით;

ადგილობრივი ნედლეულის უპირატესობაა კერამიკული ორგანოს მინიმუმ 80%-იანი შემადგენლობა. იგივე პარამეტრი აზერბაიჯანში ფიქსირდება მხოლოდ 50%-ით. სხვა კავკასიური ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს იმპორტი მთლიანი შიდა პროდუქტის 100% -ს შეადგენს.