პანკისის დიაბაზი

პროექტის პროფილი:

აღნიშნულ მაღაროს უნიკალურობას სძენს დიაბაზი, სპილენძის ზოლებით. გრანიტის ოჯახის ეს მკვრივი ქვა მდიდარია ფერებით და დიდი პოტენციალი აქვს სამშენებლო ინდუსტრიაში გარეგანი გამოყენებისთვის (მასალა ზედაპირისთვის). ეს პროექტი გულისხმობს, პანკისის ხეობის გავლით, ხელუხლებელი მარაგიდან დიაბაზის მოპოვებას. სამუშაოების დაწყებისთანავე ინვესტორი მიიღებს ღირებულ ბლოკებს საერთაშორისო ბაზარზე გასაყიდად. ამ პროექტისათვის საჭირო ინვესტიციაა 2,5 მილიონი აშშ დოლარი, 5 წლიანი IRR – 25%.

ფონი:

ზომიერი ქვის ინდუსტრიის გლობალური ბაზარი (2013): 54 მილიარდი აშშ დოლარი

წლიური ზრდის ტემპი: 7.5%

ნედლეული ბუნებრივი ქვების ძირითადი მწარმოებლები: ჩინეთი, ინდოეთი, იტალია, ირანი, თურქეთი, ბრაზილია, ეგვიპტე, პორტუგალია, აშშ, საბერძნეთი, საფრანგეთი და სამხრეთ აფრიკა.

მზა პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები: ჩინეთი, აშშ, ინდოეთი, იტალია, ესპანეთი, სამხრეთ კორეა, გერმანია, საფრანგეთი, იაპონია, ტაივანი, ბრაზილია და დიდი ბრიტანეთი.

საქართველოს უპირატესობანი:

საქართველოში ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოა, რასაც მოწმობს:

  • გადასახადებისგან თავისუფალი ექსპორტი ევროკავშირში, აშშ-ში, დსთ-ში და სხვა რეგიონებში, რომელთა მოსახლეობაც ჯამში 2 მილიარდია;
  • შესაფერისი ნედლეულის საბადოების ხელმისაწვდომობა;
  • მთავრობის პრიორიტეტული პროექტი;
  • იაფი რესურსი – მაგალითად, ელექტროენერგია, მუშახელი და წყალი;
  • ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა – ადვილად ხელმისაწვდომი ევროპული და აზიის ბაზრები, ფოთისა და ბათუმის შავი ზღვის პორტების მეშვეობით.

განზომილებიანი ქვის იმპორტი (2014): 16 მილიონი აშშ დოლარი;

წლიური ზრდის ტემპი: 37%

საქართველოს სამშენებლო ბაზარი (2012): – 2.5 მილიარდი აშშ დოლარი,

წლიური ზრდის ტემპი: 22%

პროექტის აღწერა:

კომპანიის ადგილმდებარეობა: ახმეტა, კახეთი;

სამიზნე ბაზარი: ადგილობრივი ბაზარი და ექსპორტი ევროკავშირში, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, რუსეთში და ა.შ.

პროდუქტი: ქარხანა მიიღებს უნიკალურ, მალაქიტისფერ, ბუნებრივ ქვის ბლოკებს;

წლიური მოცულობა: 20,000მ³,

დეტალურ ბიზნესგეგმასა და ნებისმიერ სხვა ინფორმაციას მიიღებთ მოთხოვნისთანავე. მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე GIDG@economy.ge ან იხილეთ საკონტაქტო ინფორმაცია.

ფინანსური მაჩვენებლები:

მთლიანი ინვესტიცია: 5 მილიონი აშშ დოლარი

III წლის შემოსავალი: 5 მილიონი აშშ დოლარი

III წელი EBITDA: 7 მილიონი აშშ დოლარი

5 წელი IRR: 25%

სამთავრობო რესურსები:

საქართველოს მთავრობა გთავაზობთ შემდეგ ფინანსურ სტიმულს:

  • მიწის ნომინალური ფასი;
  • სესხის/იჯარის აღება ინიციატივის  ფარგლებში – „აწარმოე საქართველოში”  (www.qartuli.ge);
  • საპარტნიორო ფონდის საშუალებით კაპიტალის თანადაფინანსება (www.fund.ge);
  • ტექნიკური დახმარება საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის მეშვეობით;