კერამიკული ფილების წარმოება

კერამიკული ფილების წარმოება

პროექტის შესახებ

წინაპირობა
• კერამიკული ფილების მსოფლიო ბაზარი:
o ბაზრის მოცულობა (2014) – 65 მილიარდი აშშ დოლარი
o საშუალო წლიური ზრდა– 6%
• ადგილობრივი ბაზარი:
o ბაზრის მოცულობა (2014) –55 მილიონი აშშ დოლარი
o საშუალო წლიური ზრდა – 11%
o იმპორტის წილი – 100%
o იმპორტის წარმოშობის ქვეყანა: ირანი– 32%,
თურქეთი – 26%, ჩინეთი– 16%.
საქართველოს უპირატესობები:
• გადასახადებისგან განთავისუფლებული ექსპორტი ევროპაში, აშშ-ში, დსთ და სხვა რეგიონებში
• იაფი რესურსები – ელექტროენერგია, წყალი, მუშახელი
• ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა: ადვილად ხელმისაწვდომი ევროპის და აზიის ბაზრები (ფოთის და ბათუმის პორტები)
• ნედლეულის ადგილობრივი საბადოები
• წლიური ექსპორტი (2014) – 90 მლნ, საშუალო ზრდის ტემპი – 32% (2009 წლის შემდეგ)
• ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA)
პროექტის აღწერა
• არსებობს ბიზნეს გეგმის 3 ვარიანტი სხვადასხვა დანადგარების მომწოდებლების მიხედვით
• კომპანიის მდებარეობა – დასავლეთ საქართველო
• ნედლეული – 85% ადგილობრივი, 15% იმპორტირებული ნედლეული
• ბიზნეს აქტივობა – კედლის ფილები, იატაკის ფილები, ფაიფურის ფილები
• წარმოების მოცულობა – 2, 3, 3 მილიონი მ2 (დამოკიდებულია ბიზნეს გეგმის ვარიანტზე)
• მოთხოვნის შემთხვევაში გადმოგეცემათ დეტალური ბიზნეს გეგმა
ფინანსური მაჩვენებლები
• მთლიანი ინვესტიცია: 13-24 მილიონი აშშ დოლარი (დამოკიდებულია სხვადასხვა დანადგარების მომწოდებელზე)
• საშუალო წლიური შემოსავალი: 11-17 მილიონი აშშ დოლარი
• საოპერაციო მოგება ცვეთის დარიცხვამდე: 6-11 მილიონი აშშ დოლარი
• 10 წლიანი შიდა უკუგების განაკვეთი: 28-33%
სახელმწიფო რესურსი
სახელმწიფო უზრუნველყოფს შემდეგ ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას:
• მიწის ნაკვეთის გადაცემა ნომინალურ ფასად
• აწარმოე საქართველოს ფარგლებში იაფი სესხი (qartuli.ge)
• წილობრივი ინვესტიცია საპარტნიორო ფონდის მიერ (fund.ge)
• ტექნიკური დახმარება საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის მხრიდან

Recommend
Share
Tagged in