დიღმის N2 ავტობაზა

კომპანია „ჯეოსილქროუდმა“ წარმატებით მოამზადა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შ.პ.ს. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ N2 ავტობაზის გაზიფიკაციისაა და ავტოგასამართი სადგურის გასაახლებლად.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შ.პ.ს. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ განიზრახა ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსების პარკის გაფართოება 370 ერთეულამდე, რისთვისაც აუცილებელი გახდა აირგასამართი სადგურის წარმადობის გაზრდა.  მაღალი წნევის ბუნებრივი აირის მილსადენის პოტენციალის (რესურსის) დასადგენად ჩატარდა წინასაპროექტო კვლევა. მასზე დაყრდნობით კი დაიგეგმა ღონისძიებები სადგურის წარმადობის ასამაღლებლად.

თითოეული გაზგასამართი სვეტი უზრუნველყოფს დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიცირებისა და მათზე გაცემული საწვავის ელექტრონული კონტროლის საშუალებას; ამასთან ერთად, კომპანიის ცენტრალიზებული მართვის სისტემისთვის აღრიცხული მონაცემების ხელმისაწვდომობას.

კვლევაზე დაყრდნობით, მომზადდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და პროექტის შესრულების კონცეპტუალური გეგმა:

  • სტრატეგია და ძირითადი მიმართულებები;
  • ჩასატარებელი კვლევების ჩამონათვალი და მათი საჭიროების დასაბუთება;
  • დასაპროექტებელი ობიექტის ესკიზური გეგმა;
  • დასაპროექტებელი ობიექტების აზომვითი ნახაზები;
  • პროექტში გამოსაყენებელი მასალების, ტექნოლოგიური დანადგარების დახასიათება და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება.