კომპანია „ჯეოსილქროუდმა“ ჩინეთის სამშენებლო სექტორის ერთ-ერთ უმსხვილეს კორპორაციას წარმატებით გაუწია საკონსულტაციო მომსახურება.
„აზიის განვითარების ბანკის“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში – „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა თანაბარი რეგიონული განვითარებისთვის“ – ზუგდიდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილია სპორტული კომპლექსების მშენებლობა. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“ მონაწილეობს სახელმწიფო ტენდერში, როგორც შემსყიდველი ორგანიზაცია.
„ჯეოსილქროუდმა“ უცხოელ პარტნიორს მომსახურების სრული პაკეტი მიაწოდა, რის საფუძველზეც სახელმწიფო შესყიდვებში გამარჯვებული ჩინური კომპანია ამჟამად ეფექტიანად ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს.