უძრავი ქონების შეფასება
უძრავი ქონების შეფასება აუცილებელია მასზე თითქმის ნებისმიერი სახის ოპერაციის განხორციელებისას.
ჰოლდინგი „ჯეოსილქროუდი“ თავის შვილობილ კომპანია „ჯეორეიტინგთან“ ერთად უძრავი ქონების შეფასებას საერთაშორისო IVS სტანდარტების შესაბამისად ახორცილებს.
IVS (International Valuation Standards) სტანდარტი ქონების შეფასების სამ მიდგომას აღიარებს:
- გაყიდვების შედარების;
- შემოსავლების კაპიტალიზაციის;
- დანახარჯების.
ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება, ქონების გაყოფა თუ ბანკში იპოთეკური სესხისთვის დაკრედიტება; ქონების შეფასების საჭიროება დგება, სანამ მიღებული იქნება გადაწყვეტილება მშენებლობის ან მისი რეკონსტრუქციის შესახებ; შეფასება, ასევე, მნიშვნელოვანია კომპანიებისთვის, რომლებსაც საწესდებო კაპიტალში შეაქვთ უძრავი ქონება;
უძრავი ქონების შემდგომი გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე (ინვესტორების მოზიდვა პროექტში, ობიექტის დანიშნულების შეცვლა და ა.შ.) აუცილებელია მისი დამოუკიდებელი საექსპორტო შეფასება.
კომპანიის მომსახურება მოიცავს უძრავი ქონების შეფასებასთან დაკავშირებულ ყველა პროცედურას (საქართველოს მასშტაბით). უძრავი ქონების შეფასება შემდეგ ძირითად მიმართულებებს მოიცავს:
- მიწის შეფასება;
- შენობა-ნაგებობების შეფასება;
- კომერციული ფართების შეფასება;
- საცხოვრებელი ბინის შეფასება;
- კერძო სახლის შეფასება;
- კოტეჯების შეფასება;
- საიჯარო ქირის შეფასება;
შესაფასებელი ქონება – ბინა, სახლი, კომერციული ფართი, სასოფლო და არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთები საჭიროებს ინდივიდუალურ განხილვას და კონკრეტულ სპეციფიკაციათა გათვალისწინებას. შესაბამისად თითოეული ქონების შეფასებისათვის საჭირო დრო განსხვავებულია. ასევე განსხვავებულია შეფასებისთვის გაწეული მომსახურების ღირებულება.
ჩვენ ვიცავთ კონფიდენციალურობას და ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ჩვენ მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე, რომელიც შესაბამისობაში იქნება შეფასების საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან. ჩვენი მიდგომა და გამოცდილება გვაძლევს საშუალებას მოვახდინოთ უძრავი ქონების ზუსტი და ობიექტური შეფასება მაქსიმალურად მოკლე ვადებში.