უძრავი ქონება – ინვესტირების საუკეთესო სექტორი?

Date

უძრავი ქონება აგერ უკვე ათწლეულებია, რაც ინვესტირების მიმართულებით კვლავ მოწინავე პოზიციაზეა და საქართველოში დღესდღეობითაც ფულის დაბანდების საუკეთესო ინსტრუმენტად ითვლება. რა ძირითადი მახასიათებლებით ინარჩუნებს აღნიშნული აქტივი მიმზიდველობას კაპიტალდაბანდებისას ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე? სწორედ ამ მნიშვნელოვან თემას მიმოვიხილავთ დღევანდელ ბლოგში.

უძრავ ქონებაში საკუთარი ფულადი რესურსის ჩადება და მყარი აქტივის შეძენა ოპტიმალური გზაა, იმისთვის რომ მიიღოთ სტაბილური შემოსავალი და გრძელვადიანი ფინანსური თავისუფლება მოიპოვოთ. უძრავი ქონების ფასი დღითიდღე მზარდია, ამიტომ სარგებლის მიღება შესაძლებელია, როგორც ახლო პერსპექტივაში გაყიდვით, ასევე, შორ პერსპექტივაში-გაქირავებით. სწორედ ბოლოხსენებული ასპექტია უძრავ ქონებაში კაპიტალდაბანდების ყველაზე დიდი სარგებელი, რაც მოიაზრებს თქვენი ქონების გაქირავებით აქტივში გადახდილი საფასურის ამოღებას. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული მიმართულებით ფულის დაბანდება წარმატებულ მაგალითად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ამასთან, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ უძრავი ქონების ყიდვა/გაქირავებას სისტემური სახე მისცეთ, არ დაკმაყოფილდეთ ერთი აქტივის შეძენით და ენტერპრენერის პროფესიაც შეითავსოთ.

ადგილობრივ ბაზარზე უძრავ ქონებაში ინვესტირება, არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით, მარტივი და მოქნილი მეთოდია მაშინაც, როდესაც ფინანსების მოძიების საჭიროება დგას.  პროცესის სიმარტივის ერთ-ერთი ხელისშემწყობი ასპექტი საბანკო პოლიტიკაა, რაც მოიაზრებს იპოთეკური სესხების იოლად გაცემასა და დაბალ პროცენტს.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ უძრავ ქონებაში ფულის დაბანდება ინფლაციისგან თავის დაზღვევის საუკეთესო საშუალებაა. თუ ქვეყანაში იზრდება ფასები, ეს აისახება უძრავ ქონებაზე და მისი გაქირავების ღირებულებაც მნიშვნელოვნად მატულობს. აქედან გამომდინარე, მატერიალური აქტივის მფლობელი დაცულია ინფლაციის უარყოფითი გავლენებისგან.

საერთაშორისო ბაზარზე ქართული უძრავი ქონების პოტენციალი მაღალია. საყოფაცხოვრებო თუ საოფისე ფართებზე და მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა შენარჩუნებულია კოვიდპანდემიის პირობებშიც კი. ინტერესის საფუძველი უძრავი ქონების დაბალი საბაზრო ღირებულება და ქვეყნის ლიბერალური საინვესტიციო პოლიტიკაა, რაც გულისხმობს:

უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაცია უმოკლეს დროში (15 წუთი);

წლიური უკუგება ინვესტიციაზე 13-15%

0%-იანი უძრავი ქონების გადასახადი;

გაქირავების გადასახადი მხოლოდ 5%;

$100,000-ზე მეტი ღირებულების უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში არარეზიდენტისათვის ბინადრობის უფლება მთელი ოჯახისთვის;

არარეზიდენტისათვის არანაირი შეზღუდვა უძრავი ქონების შეძენაზე.

ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, უცხოელი ინვესტორისთვის ქართულ ბაზარზე უძრავი ქონების შეძენა მიმზიდველი და საინტერესოა.

რომ შევაჯამოთ, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მუდმივად არსებობს და ეფექტურად არჩეულ აქტივს მაღალი სარგებლის მოტანა, მოკლე დროში, რეალურად შეუძლია.

რედაქტორის ბლოგი

წყარო: https://yorktowers.com/ https://forbes.ge/ https://www.investopedia.com/

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin